Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის რიგით №35 სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით წარმოდგენილ ცხრა საკითხზე იმსჯელეს. საკითხთა უმეტესობა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან, სხვადასხვა შ.პ.ს.-ებთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე დასტურის მიცემას ეხებოდა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხიდან, რვა საკითხი, შემდგომ განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-10-10

ნავიგაცია