სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს ,,ემენ ქემიკალ ჯორჯიას’’ მანგანუმის ოქსიდის საწარმოში ახალი ტექნოლოგიური ხაზის (გოგირდმჟავას წარმოება) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მანგანუმის ოქსიდის საწარმოში ახალი ტექნოლოგიური ხაზის (გოგირდმჟავას წარმოება) მოწყობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ემენ ქემიკალ ჯორჯია’’;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. N2;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის  დრო და ადგილი:
2019  წლის  25 ოქტომბერი - 14:00 საათი -  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ  უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა,  მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 
პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2019 წლის  29 ოქტომბრამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,  ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.
ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას  ნაბეჭდი სახით.

იხილეთ საჯარო განხილვის წესი 

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

 

2019-10-11

ნავიგაცია