Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესში ადგილობრივი ხელისუფლების პალატის წევრი ნინო ქავთარაძე, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებთან ერთად, მოლდოვაში, ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით იმყოფება.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციას, რომელიც 24 ქვეყნიდან წარმოდგენილი 25 დამკვირვებლისგან შედგება, სლოვენიის წარმომადგენელი, აღნიშნული კონგრესის წევრი - ვლადიმერ პრებილიკი ხელმძღვანელობს.

მოლდოვაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კვირას, 20 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია არჩევნების შესახებ წინასწარ შეფასებებს და მონიტორინგის შედეგებს 21 ოქტომბერს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენს.

2019-10-21

ნავიგაცია