განცხადებები

რუსთაველი მთამსვლელი ქალის, მარო ტყავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა

  • 2019-11-01
Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, საბჭოთა პერიოდის რუსთაველი, ქალი მთამსვლელის მარო ტყავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ფორმატში-„მოგონებები მარო ტყავაძეზე“ მთამსვლელის სხვადასხვა პერიოდში გადაღებული 35-მდე ფოტომასალა და პირადი ნივთები იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი ქართველი ქალი მთამსვლელის მარო (მარიამ) ტყავაძის სახელი მიანიჭა.
მოწვეულმა სტუმრებმა, ალპინისტებმა ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მარო ტყავაძე.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი სოფიო კარანაძე, ძველი და ახალი თაობის ალპინისტები ესწრებოდნენ.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გამოფენილი ცნობილი მთამსვლელი ქალის ცხოვრების ამსახველ ფოტომასალას, კვირის ბოლომდე გაეცნოს.