Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მოადგილე ნინო ქავთარაძე და რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიგა ჯღარკავა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მიწვევით, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში იღებენ მონაწილეობას.

,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი 2019" ციფრული ეპოქის პირობებში არსებულ საფრთხეებს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის საზეიმო ნაწილს უკვე ორი წელია ქართული მუსიკალური ჯგუფები ხსნიან. ამჯერად, რიგით მე-8 ფორუმი, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ გახსნა და ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით სიმღერა "ლალე" შესრულდა.

მსოფლიო დემოკრატიის ფორუმი ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. დემოკრატიის რიგით მე-8 ფორუმში, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მსოფლის 2 000-მდე, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, ბიზნეს სექტორის, მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

2019-11-07

ნავიგაცია