Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით რეხვიაშვილმა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მაჟორიტარ დეპუტატებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი ზვიად ლაბაძე და ათი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
საკონსულტაციო შეხვედრის ფორმატში, მერის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა ვრცლად ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე. შეხვედრაზე, გამოიკვეთა წამოჭრილი საკითხების გადაჭრის გზები და დაისახა სამოქმედო გეგმა.

2019-11-07

ნავიგაცია