Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისის დელეგაციას შეხვდა.
რუსთავთან დამეგობრებული ქალაქის დელეგაციის შემადგენლობაში მერიის, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები და საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები შედიოდნენ.
შეხვედრას მერის მოადგილე გოჩა ლორია და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქვირია ესწრებოდნენ.
ვიზიტის მიზანი, სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა მართვის სფეროში, გამოცდილების გაზიარება იყო. ირაკლი ტაბაღუამ სტუმრებს, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის კუთხით, რუსთავში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა აღნიშნულ სფეროში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, ქალაქის მერმა უცხოელ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მოგვიანებით, პანევეჟისის დელეგაცია რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ეკატერინე ხუციშვილთან ერთად, 41-ე, მე-8, 22-ე და მე-10 საბავშვო ბაღებს ეწვია და ადგილზე გაეცნო სააღმზრდელო პროცესს.

2019-11-07

ნავიგაცია