ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ქონების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული გადაყვანის(ჰორიზონტალური გადაყვანა) მსურველი საჯარო მოხელის გამოსავლენად იწყება განცხადებების მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორი სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში, განცხადებით (წერილობითი ფორმა) მიმართეთ დაწესებულების ხელმძღვანელს. გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესაბამის მოხელეებთან გასაუბრებით, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 13 თებერვლის N182 ბრძანებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის, მათი კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

2019-11-08

ნავიგაცია