Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, თბილისში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და პოლონური ორგანიზაცია ,,ედუკატორის’’ ინიციატივით გამართულ შეხვედრას თემაზე-,,უწყვეტი პროფესიული განვითარების სტრატეგიები საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის“ დაესწრო.

შეხვედრის მიზანი, აღნიშნულ სფეროში მიმდინარე ცვლილებების, ამ კუთხით არსებული გამოწვევების განხილვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება იყო.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუსთავის მერმა და ვრცლად ისაუბრა სკოლამდელი განათლების პროოფესიული განვითარების კუთხით, რუსთავში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ორგანიზაციების -,,ედუკატორის’’ და ,,კივიტას გეორგიკას’’ წარმომადგენლები, პოლონეთის ქალაქ ელკის მერი, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა პოლონეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის-,,თანამშრომლობა განვითარებისთვის-სკოლამდელი განათლების პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.
პროგრამის განხორციელება საქართველოში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლიდან დაიწყო.

2019-11-08

ნავიგაცია