Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის რიგით ოცდამეათე სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი უძღვებოდა, უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამის მიმდინარეობა შეაფასეს და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელეს.

საკითხის განხილვას კომისიის წევრებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები – გოჩა ლორია, და ნოდარ შეროზია, ასევე, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურისა და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ხელისუფლების წევრებმა მერიის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ მიერ სასადილოების ინსპექტირებისა და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის სპეციალური ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგების შესახებ მომზადებულ დასკვნებზე იმსჯელეს და აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, მომსახურების მიმწოდებელი კომპანია „ათონის“ დირექტორის, ქეთევან კაკაშვილის განმარტებები მოისმინეს.

ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა „ათონის“ წარმომადგენელს პრობლემებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს და პროგრამის ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართეს.

 

2016-08-10

ნავიგაცია