გამოცხადდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი დახურული კონკურსი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. ვაკანსიის N 58647 განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან.

2019-11-28

ნავიგაცია