Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის, არქიტექტურის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ქეთევან კანდელაკიშვილმა განმარტა, ქალაქ რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მასში შეტანილ იქნა არაარსებითი ხასიათის ცვლილებები.

წარმოდგენილ საკითხს ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

2019-11-29

ნავიგაცია