Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულირების სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე 2014 წლის 10 თებერვლის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და საკითხი საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

კომისიამ, რუსთავის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე იმსჯელა.
პროექტს, რომელიც XX და XI მიკრორაიონების გამყოფ გზაზე, ჩერკასკის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციას ითვალისიწინებს, რეგიონული განვითარების სამინისტრო აფინანსებს.

კომისიის წევრებმა, ქალაქის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის სხდომაზე, მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო -ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა წარადგინა.

როგორც ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, ცვლილება დადგენილებაში ითვალისწინებს, ქალაქის ტერიტორიაზე კონკრეტულ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში, კერძოდ, ლომოურის, მეგობრობის ქუჩებზე და VII მიკრორაიონებში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსებისთვის კოეფიციენტის მატებას.

2019-11-29

ნავიგაცია