Image

30 ნოემბერს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრს დაარსებიდან 52 წელი შეუსრულდა.
ამასთან დაკავშირებით, თეატრში სპექტაკლის ,,ბედნიერი წყვილი’’ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლი ებრაელი დრამატურგის, ხანოხ ლევინის პიესის ,,ცხოვრების ჭაპანი“ მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ და რეჟისორმა ნინო შოთაძემ დადგეს.

სპექტაკლში მოქმედება ხანშიშესულ ოჯახში ვითარდება და მთავარ როლებს მსახიობები ნათელა მუხულიშვილი, ნუკრი არჩვაძე და გიორგი ბუაძე ასრულებენ.

თეატრალურ ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრნენ.

პრემიერას საპატიო სტუმრის სტატუსით რეჟისორი ქეთი დოლიძე და თეატრალური საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1967 წლის 30 ნოემბერს, რუსთავის თეატრში, პირველი პრემიერა შედგა. თეატრის დამფუძნებელმა დასმა, გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობითა და რეჟისურით, ედმონ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარმოადგინა.
სპექტაკლში ,,ბედნიერი წყვილი“ მთავარი როლის შემსრულებელი ნათელა მუხულიშვილი სწორედ თეატრის პირველ თაობის წარმომადგენელია.

2019-12-01

ნავიგაცია