Image

12 აგვისტოს,  დიდგორის ველზე, დიდგორის ბრძოლის 895-ე წლისთავი საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

დიდგორის ველზე, ანსამბლ „სუხიშვილების“ და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი გაიმართა, ასევე მოეწყო ასპარეზობა ჭიდაობაში, დოღი და ბაზიერების შოუ. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თანამებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენისთვის, სახელმწიფო ჯილდოთი - დიდგორის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.

2016-08-13

ნავიგაცია