Image

რუსთავის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი სამთავრობო კამპანია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რუსთაველი ქალი მხატვრების გამოფენით ,,ხელოვნებაში გამოხატული სათქმელი“ დაიხურა.

სამთავრობო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 9 ავტორის 50-მდე ნამუშევარი გამოიფინა.

გამოფენას რუსთავის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქავთარაძე, საბჭოს წევრები, საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა ადგილობრივი მუნიციპალიტეტში გაიმართა.

კამპანიის მიზანს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამართლებრივი ნორმებისა და მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

2019-12-11

ნავიგაცია