Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის, რიგით №21 სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი მათგანი სსიპ ქალაქ რუსთავის №8 საჯარო სკოლისთვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებას ეხებოდა.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს , აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი,2020 წლის პროგრამა, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენელმა, ია მირიანაშვილმა წარმოადგინა. კომისიის წევრებმა, განიხილეს პროგრამით პოტენციურ მოსარგებლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმები. პროგრამის მიზანია ასეთი ბავშვების სხვადასხვა დღის ცენტრებში გადანაწილება, რათა სამომომავლოდ მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია, შემეცნებითი გავითარება, თვითმოვლის კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია რომ, 2020 წლის პროგრამის განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან გამოყოფილია ოცდაცხრამეტი ათასი ლარის ოდენობის თანხა.

ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკითხები შემდგომ განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-12-13

ნავიგაცია