Image

რუსთავის პირველი ბაღის მასწავლებებმა და აღსაზრდელების მშობლებმა, პატარებს ულამაზესი საახალწლო სოფელი მოუწყვეს. ფერადი ილუმინაციებით გაფორმებულ ბაღის ეზოში, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. სანტა კლაუსი, მხიარული მუსიკა და სხვადასხვა ფერად განათებულ ეზო, საშობაო შთაბეჭდილებად დიდხანს დარჩებათ ბაღის პატარა აღსაზრდელებს.

მოახლოებული შობა-ახალი წელი, პატარებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ტუხაშვილმა და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვლმა მიულოცეს.

საახალწლო დეკორაციები, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, წელს რუსთავის ყველა საჯარო ბაღს გადასცა. პირველი ბაღის დირექციამ და პედაგოგებმა, პატარების მშობლებთან ერთად, ნამდვილად შეძლეს, ზღაპრული გარემო შეექმნათ ბავშვებისთვის.

2019-12-13

ნავიგაცია