Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გოჩა ჯანგიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ერთ საკითხზე - თვითმმართველი ქალაქი მერიასა და შპს ,,ფორტუნა მედიას“ (დღეის მდგომარეობით შპს ,,ალმა“) შორის გაფორმებულ აღნაგობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე, გია ანთაურმა განმარტა, შპს ,,ფორტუნა მედიას“ აღნაგობის უფლებით გადაეცემა 13 მიწის ნაკვეთი, რომელზეც საზოგადოებრივი/სამგზავრო ავტობუსების გაჩერებები მოეწყობა.

2019-12-20

ნავიგაცია