Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიამ, კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.

კომისიის სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში, კერძოდ საკრებულოს 2018 წლის N83 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებით დროებით საცხოვრისში ბენეფიციართა შესახლებისას ქულათა თანაბარი რაოდენობის შემთვევაში უპირატესობა ენიჭება დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარს.

სხდომაზე კომისიის წევრებმა რუსთავის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების ხელმძღვანელს ნინო ქვირიას მოუსმინეს, რომელმაც წარმოადგინა რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებები. ცვლილება მოხდა ასევე „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ წესის ქვეპროგრამაში.

კომისიის თავმჯდომარის დავით იშხნელის ინფორმაციით, ტექნიკური სახის ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში.
სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-12-20

ნავიგაცია