Image

გენდერული თანასწორობის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პრაქტიკული სემინარი ,,პროფესია მშობელი“ ჩატარდა.

მასტერკლასს საჯარო მმართველობის დოქტორი, PR აკადემიის დირექტორი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის“ დამფუძნებელი და რექტორი, ნათია გოცაძე უძღვებოდა.

სემინარის ფარგლებში, მშობლებისთვის აქტუალურ თემებზე - ბავშვის აღზრდის თავისებურებებსა და ამ პროცესში მშობლის როლზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აღზრდის მეთოდებსა და მიდგომებზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქავთარაძემ, მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და გენდერული თანასწორობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2019-12-24

ნავიგაცია