Image

მეგობრობის გამზირზე #1 და #2 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები, გაზონი, დეკორატიული ღობე და სარწყავი სისტემა, ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. პროექტისთვის 192 761 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს მეგობრობის #15-დან #27-მდე საცხოვრებელი შენობების მიმდებარედაც, სადაც გაზონების მოწყობა ხდება. პროექტი ბორდიურების, ტროტუარების, დეკორატიული კედლისა და ღობის, ასევე სარწყავი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება განათების სისტემა. სამუშაოებისთვის 65 067 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო..
პარალელურ რეჟიმში, ასფალ-ბეტონის საფარის რეაბილიტაცია გრძელდება ძველ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, სადაც ამ ეტაპზე ბორდიურები ეწყობა.
შიდა ეზოების კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩების საცხოვრბელი შენობების ეზოებში. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე სისტემა შეიცვლება და ასფალტის საფარი განახლდება 36 შიდა ეზოში.
ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარე სამუშაოები რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მოადგილესთან, ნოდარ შეროზიასთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და რუსთავში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
2016 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 16 მლნ 289 295 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

2016-08-16

ნავიგაცია