Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გიამართა.
უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრას, სამშობიარო სახლის, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკის, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს, N1 და N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების მენეჯერები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა, სამედიცინო სფეროში მიმდინარე პროცესები, სტაციონარებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისები და დაფინანსების საკითხები განიხილეს.
თვითმმართველობის წევრებმა კლინიკის მენეჯერებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტაციონარებში არსებულ პრობლემებზე, მიღწევებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელის ინიციატივით, კომისიის ფორმატში, ქალაქის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.

2019-12-25

ნავიგაცია