Image

რუსთავის მერი ქალაქის საჯარო სკოლებს ესტუმრა და უმცროსკლასელები საახალწლო ღონისძიებებზე პირადად მიიწვია.

ირაკლი ტაბაღუა რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში მივიდა, მეორე კლასის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თითოეულ მათგანს პირადად გადასცა მოსაწვევი.

ქალაქის მერი მეორეკლასელ მოსწავლეებთან იმ პერიოდიდან მეგობრობს, როცა ისინი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდნენ.
სკოლამდელი დაწესებულების დამთავრების შემდეგ კი, ირაკლი ტაბაღუამ პატარა მეგობრები, პირველ კლასშიც პირადად მიიყვანა.

,,საახალწლო სოფელი’’ 29, 30 და 31 დეკემბერს, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყობა, სადაც რუსთაველი პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება.

2019-12-25

ნავიგაცია