Image

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
პარალელურად, ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე, ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფლის შემდეგ განათდა.
მრავალფეროვანი ილუმინაციებით გაფორმებულ რუსთავის პარკში, ბავშვების განწყობაზე სანტა კლაუსმა იზრუნა, ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის ანიმატორების შოუ და ანსამბლ ,,თუთარჩელას’’ კონცერტიც გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში, საახალწლო სოფელში, სადღესასწაულო ღონისძიებები 29, 30 და 31 დეკემბერს ჩატარდება. საახალწლო ილუმინაციებით განათებული პარკი რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, საბავშვო კონცერტებით, ანიმატორების შოუთი და საცირკო სანახაობებით უმასპინძლებს, პატარებს კი სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს.
ახალი წლის ღამეს, რუსთავის პარკში საახალწლო კონცერტი ჩატარდება.

2019-12-25

ნავიგაცია