Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოახლოებული შობა-ახალი წელი მიულოცა.
ქალაქის მერი მათ სახლში ესტუმრა და საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სადღესასწაულო ნობათი- სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეული, რუსთავის მერიამ და ადგილობრივმა მეწარმეებმა ერთობლივად შეიძინეს.

რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში კი, საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიამა ოჯახებმა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა, ასევე, მუნიციპალური თავშესაფრის მცხოვრებლებმა და ვეტერანებმა, სულ 636-მა ბენეფიციარმა მიიღო.

სხვადასხვა სახის საჩუქარს, საახალწლოდ ბავშვებსაც გადასცემენ.

29-31 დეკემბერს, რუსთავის პარკში, ,,საახალწლო სოფლის’’ პატარა სტუმრებს სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს.
2000 ბავშვი კი, 2-4 იანვარს, რუსთავის თეატრში, საბავშვო სპექტაკლზე - ,,თბილი სახლი’’ მიიღებს მოწვევას.

საახალწლო ღონისძიებები, ქალაქის ცენტრაურ პარკში, 29 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

2019-12-27

ნავიგაცია