Image

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დღეს, მოქალაქეთა ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარების პროგრამით მოსარგებლე თექვსმეტ რუსთაველს სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილი პირადად გადასცა.

მოქალაქეთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 800 000 ლარია. 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე, პროგრამის ფარგლებში, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯები 964 ბენეფიციარს აუნაზღაურდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 612 000 ლარი დაიხარჯა.

რუსთავის მერია მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამასთან ერთად, “C” ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. 2016 წლის ივლისის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის საფუძველზე. სამედიცინო კვლევები 450 მოქალაქეს დაუფინანსდა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომსახურება – მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამაა, რომლითაც მიმდინარე წელს უკვე 5597 რუსთაველმა ისარგებლა. რუსთავის მერია ახორციელებს აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც, წელს 87 მოზარდის მკურნალობა დაფინანსდა. 


2016-08-16

ნავიგაცია