Image

რუსთავის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ტოგონიძემ და გოჩა ლორიამ მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს ქრისტეშობა მიულოცეს, სადღესასწაულო ტორტი მიართვეს და საჩუქრები გადასცეს.
მათთან ერთად, ,,ქსენონის’’ მცხოვრებლებს, შობა რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირებმა, ქალაქის საკრებულოს წევრებმა მიულოცეს და სადღესასწაულო ტრაპეზსაც დაესწრნენ.
დღესვე, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიამ შობის დღესასწაული, საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული მიუტანა.

2020-01-07

ნავიგაცია