Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განმარტა, ცვლილებების ძირითად საფუძველს საქართველოს მთავრობის განკარგულება წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერი და განისაზღვრა 8 944,4 ათასი ლარით, ხოლო შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში გაიზარდა 653,5 ათასი ლარით.

საერთო ჯამში, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილის გეგმა განისაზღვრა 58 მლნ 213,6 ათასი ლარით.

2020-01-13

ნავიგაცია