Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის რიგით პირველი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთი ძირითად საკითხს - მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერი და განისაზღვრა 8 944,4 ათასი ლარით, ხოლო შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში გაიზარდა 653,5 ათასი ლარით.
საერთო ჯამში, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილის გეგმა განისაზღვრა 58 მლნ 213,6 ათასი ლარით.

2020-01-13

ნავიგაცია