Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილს, საარჩევნო პროგრამების კოორდინატორ ირმა პავლიაშვილსა და საიას რუსთავის ოფისის ხელმძღვანელ ეკა ფავლენიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომლის მიზანსაც ქალაქში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასება წარმოადგენდა, საუბარი შეეხო საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, გამჭვირვალობის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოების ფარგლებში წარმართვის ხელშემშლელ ფაქტორებზე, პრევენციულ ზომებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე. როგორც საიას წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წინასაარჩევნო პროცესი რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები არ ფიქსირდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, მსგავსი შეხვედრა უკვე გამართა ქალაქში არსებულ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშულებების წარმომადგენლებთან.

2016-08-16

ნავიგაცია