სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „პოლივიმის“ პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  პოლიეთილენ-ტერეფტალატის ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია;

 დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „პოლივიმი“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2020 წელი, 3 თებერვალი, 13:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

2020 წლის 9 იანვარს, შპს „პოლივიმმა“  სამინისტროში წარმოადგინა პოლიეთილენ-ტერეფტალატის ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს მშენებლობისა და  ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2020 წლის 5 თებერვლამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას  ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

2020-01-21

ნავიგაცია