Image

რუსთავში, გარე-განათების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 80-მდე ბოძი ქალაქის სხვადასხვა უბანში, იმ ეზოებში  დამონტაჟდება, სადაც ამ დრომდე, არ არსებობდა. სამუშაოებს, რომელიც მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა, ა(ი)იპ „უზრუნველყოფა“ შეასრულებს.

პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და მთელ ქალაქს მოიცავს.

2016-08-17

ნავიგაცია