Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივითა და ა(ა)იპ რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ჩართულობით, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით რეხვიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, გიორგი ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საბავშო წიგნები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, პატარებს, საბავშო პოეტმა ლია ბეჟანიშვი ლმა და პოეტმა შორენა მამალაშვილმა, საკუთარი შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაუკითხეს.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. აქტივობის მიზანია,წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და პროპაგანდა მომავალ თაობებში და არამხოლოდ. საქართველო უკვე მეხუთე წელია უერთდება საერთაშორისო ინიციატივას და რათა გახდეს მსოფლიო მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

2020-02-05

ნავიგაცია