Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა,რომელსაც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, გურამ კვარაცხელია უძღვებოდა.

სხდომაზე შ.პ.ს. „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ იურისტმა იოსებ შველიძემ, ქალაქში არსებულ შვიდივე სამარშუტო მიმართულებაზე დეტალური ანგარიში წარმოადგინა. მან ასევე იმსჯელა, კომპანიის მიერ 2019 წელს შიდა საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გატარებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე. განიხილა 2019 წლის სტატისტიკა და მონიტორინგი.აღსანიშნავია რომ, კომპანიამ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოაწესრიგა ავტობუსების შიდა ინტერიერი, განაახლა სავარძლების გადასაკრავები, შეცვალა ტრაფარეტები, ცეცხლმაქრები. „მარის არხის“ დასახლებაში სრულიად განახლდა საგზაო ნიშნები,დამონტაჟდა შუქნიშნები.

სხდომას ასევე ესწრებოდა, რუსთავის მერიის ტრანსორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი, დაჩი გიორგაძე და სამუშაო ჯგუფის წევრები.

2020-02-10

ნავიგაცია