Image

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის ,,ცისფერ დარბაზში“, რუსთაველი მწერლისა და ჟურნალისტის, ლია მარტაშვილის წიგნის - ,,მზის გემო’’ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში შესულია პუბლიცისტური წერილები და მოთხრობები.
ავტორმა კრებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელშეწყობით დაბეჭდა.
პრეზენტაციას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ქალაქის მერმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლია მარტაშვილს წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ლია მარტაშვილი წლების განმავლობაში, ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში.
ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია საპატიო დიპლომით, 2018 წელს მიენიჭა რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება.

2020-02-12

ნავიგაცია