განცხადებები

მხატვარ კონსტანტინე ქურციკიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

  • 2020-02-19
Image

ნიკო ფიროსმანის სახელობის რუსთავის სამხატვრო სკოლაში, რუსთაველი მხატვრის, კონსტანტინე (თემო) ქურციკიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე ხელოვანის მიერ შექმნილი 50-ზე მეტი ნახატი და ხელნაკეთი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას, რომელიც მხატვრის 70 იუბილეს მიეძღვნა, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ირაკლი ტაბაღუამ კონსტანტინე ქურციკიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა, შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.

კონსტანტინე ქურციკიძის ნამუშევართა გამოფენა, სამხატვრო სკოლის ორგანიზებითა და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.