განცხადებები

საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

  • 2020-03-09
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა.

სხდომის ფარგლებში, საკრებულომ თანხმობა მისცა ა(ა)იპ ,,პირველი ნაბიჯი საქარველოსთვის“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, №39 ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მდებარე, უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, 2 წლის ვადით გადაცემის შესახებ.

,,პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ფილიალი რუსთავში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ქალაქში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე 130 ბავშვს ემსახურება. ორგანიზაცია ახალ ფართში განთავსდება და ადრეული განვითარებისა და აუტიზმის პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს სრულ და ხარისხიან მომსახურებას გაუწევს.

დღესვე, საკრებულოს წევრებმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების დადასტურებასა და ვალდებულების (მშენებლობის განხორციელება) შეუსრულებლობის გამო დარღვევის ვადის განსაზღვრისათვის თანხმობის მიცემის საკითხებს უყარეს კენჭი და დადებითად გადაწყვიტეს.