განცხადებები

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2020-03-09
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, რიგით N48-ე კომისიის სხდომა გამართა.
კომისიის ფორმატში დეპუტატებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. საკითხი სხდომაზე რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა წარადგინა.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძემ განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება, ხოლო შემდგომ, პროცედურით დადგენილ ვადებში, კერძოდ 1 მაისამდე წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად.