განცხადებები

რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

  • 2020-03-10
Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ევროკავშირის პარტნიორი დანიური საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტს, მონტერ სონდერგარდს შეხვდა.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, ევროკავშირი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მუნიციპალურ დონეზე შეისწავლის ენერგოეფექტურობის კუთხით არსებულ სიტუაციას და სამომავლო გეგმებს დასახავს.

დანიელი ექპერტის ვიზიტის მიზანი, სწორედ ადგილზე სიტუაციის შესწავლა იყო.
მონტერ სონდერგარდმა ენერგოეფექტურობის თემაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რუსთავის მერის მოსაზრებები მოისმინა.

შეხვედრას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა ზაზაძე, ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი ნინო დოღონაძე დაესწრნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა ენერგოეფექტურობის საკითხები, კერძოდ ნარჩენების მართვა, ენერგოეფექტური ბაღები და მზის ენერგიის გამოყენება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონტერ სონდერგარდმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სახურავზე, ენერგოეფექტურობის პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული მზის ენერგიის პანელები დაათვალიერა.