COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადასვლის გამო, არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის ნებრთვის მფლობელებს გაცნობებთ:

1. მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმების (http://rustavi.gov.ge/file_manager/1/ae2c4429d5a8670374d3d082743c8671.doc ) წარმოება სავალდებულოა მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების მიხედვით:

II, III, IV კლასის მშენებლობისთვის - თუ მშენებლობის ნებართვა გაცემულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების საფუძველზე;

III, IV კლასის მშენებლობისთვის - თუ მშენებლობის ნებართვა გაცემულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების საფუძველზე.

2. განცხადებას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ თან უნდა დაურთეთ დეკლარაცია (http://rustavi.gov.ge/file_manager/1/67abc7a7b0ab3b6eb50c70645efcff78.docx), მშენებლობადამთავრებული ობიექტის ყველა ხედით გადაღებული, დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი ფოტო;

 

ეტაპის ოქმისა და დეკლარაციის რეგისტრაცია უნდა მოხდეს მერიის სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში(კანცელარია).

დეტალური ინფორმაცია შესასრულებლად სავალდებულო სანებართვო პირობების შესახებ იხილეთ თქვენს სანებართვო მოწმობაში.

 

 

 

2020-03-12

ნავიგაცია