Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა და დეპუტატებმა ქალაქისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავში მოქმედი ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, სამი თვით, 1 ივნისამდე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

ცვლილებები შეეხოთ, შიდა და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ გადამზიდავ ფირმებს, კერძოდ, გადასახადებისგან სამი თვით გათავისუფლდნენ შიდა, ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მქონე ფირმები, ხოლო ორი თვით გათავისუფლდნენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებართვის მქონე კომპანიები.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, საკრებულოში ვადის ამოწურვის გამო, ერთი თვით გაუხანგრძლივდათ ვადა, ვეტერანების საკითხთა და რუსთავის განვითარების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს.

2020-03-20

ნავიგაცია