Image

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საფრთხის პრევენციის მიზნით, რუსთავში მოხალისეებს და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს სოციალურად დაუცველებისთვის, ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფის მქონე მოქალაქეებისთვის უკვე რამდენიმე დღეა პროდუქტები სახლში მიაქვთ.

ქალაქში არსებული ოთხივე სოციალური სასადილოდან საკვების ადგილზე მიტანის სერვისი, აქტივისტების მიერ ათ ტერიტორიულ ერთეულში ვირუსის გავრცელების საფრთხის დასრულებამდე გაგრძელდება.

2020-03-25

ნავიგაცია