Image

ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და რუსთავში, სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლების ფასადების და სკვერის რეაბილიტაციის პროცესი.

რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, დავით რეხვიაშვილი, გიორგი ტუხაშვილი და გიგა ჯღარკავა, მაჟორიტარულ ოლქებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

2020-03-26

ნავიგაცია