განცხადებები

რუსთავში არსებული საწარმოები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ

  • 2020-03-27
Image

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ზომების სრული დაცვით, მაგრამ შეუფერხებლად მიმდინარეობს საწარმოო პროცესი რუსთავში არსებულ ქარხნებში.

საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

ლითონკონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია შპს ,,ქონსთრაქშენ სერვისი“ ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და რკინა-ბეტონის კოჭების წარმოების გარდა, არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებასაც ეწევა.
ქარხანამ პირველი პროდუქცია 2014 წელს გამოუშვა. საწარმოს ინვესტირება პროგრამის- ,,აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით მოხდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზება ხდება ქვეყნის მასშტაბით.
ქარხანა ამ ეტაპზე წელიწადში 6000 ტონა პროდუქციას აწარმოებს.
საწარმოში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა და მკაცრად კონტროლდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.

შემდეგი საწარმო, რომელიც დღეს რუსთავის მერმა დაათვალიერა შპს ,,კავკას პაკია“. ,,კავკას პაკი“ პლასტმასის კონტეინერებს და ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელს აწარმოებს.
ქარხნის ინვესტირება, პირველ ეტაპზე, საშეღავათო აგრო კრედიტის ფარგლებში მოხდა და ის 2012 წელს დაფუძნდა. შპს ,,კავკას პაკში“ დღეისათვის 120 ადამიანია დასაქმებული.
პროდუქციის რეალიზებას საწარმო მთელი რეგიონის მასშტაბით ახდენს და ექსპორტზეც მუშაობს.
ქარხანა შეუფერხებლადაა დატვირთული და სრულად იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს არსებული მდგომარეობის გამო, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არის გაცემული.

დღეისათვის, რუსთავში არსებული საწარმოებიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია.
პროდუქციას შეუფერხებლად აწარმოებს ს.ს. ,,რუსთავის აზოტი“ , ,,ჰაიდელბერგ ცემენტი“, ,,რუსთავის ფოლადი“ და ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვა ქარხანა, თუ შედარებით მცირე ზომის წარმოება.