Image

რუსთავის მერია მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.
სასურსათო პაკეტების დანაწილების პროცესში, რუსთავის მერი სისტემატურად იღებს მონაწილეობას.
დღეს, საკვები პროდუქტი, მოხალისეებმა კიდევ 300-ზე მეტ ოჯახს გადასცეს. მოხალისეობრივ კამპანიაში, რიგით რუსთაველებთან ერთად, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლებიც არიან ჩართულები.
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ყოველდღიურად, საშუალოდ 250-დან 350-მდე ოჯახს ეწევა დახმარება.
რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო პაკეტი, 2600-მდე რუსთაველ ოჯახს აქვს უკვე მიღებული.
დასრულდა საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახების სურსათით მომარაგების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც, 5650 ბენეფიციარს გადაეცა პროდუქტების პაკეტი.

2020-04-08

ნავიგაცია