Image

რუსთავის მერია მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.

სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან ერთად, სისტემატურად იღებს მონაწილეობას.

დღეს, საკვები პროდუქტი, მოხალისეებმა კიდევ 400-ზე მეტ ოჯახს გადასცეს.

მოხალისეობრივ კამპანიაში, რიგით რუსთაველებთან ერთად, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლებიც არიან ჩართულები.

საქველმოქმედო კამპანიას, რუსთავის მერია 25 მარტიდან ახორციელებს და მის ფარგლებში,  ყოველდღიურად, საშუალოდ 250-დან 350-მდე ოჯახს ეხმარება.

რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო პაკეტი, უკვე 3000-ზე მეტ რუსთაველ ოჯახს აქვს მიღებული.

 

2020-04-10

ნავიგაცია