Image

პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა - PL კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის, სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკური საშუალებები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის ნიღბები გადასცა.

ჰუმანიტარული ტვირთი, სოლიდარობის ფონდის დირექტორმა იუსტინა კუცუკმა და კომუნიკაციების მენეჯერმა ეკატერინე ცვარიანმა, დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილსა და რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას გადასცეს.
სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო.

სახელმწიფო რწმუნებულმა და რუსთავის მერმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადეს რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მხარდაჭერისთვის.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სოლიდარობის ფონდის დახმარება დროული და მნიშვნელოვანია.

,,ქალაქში აქტიურად გრძელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ღამის საათებში, ქალაქის მასშტაბით, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე სადეზინფექციო სამუშაოებს ჩავატარებთ. სპეციალური ხსნარებით დამუშავდება საავადმყოფოებისა და პოლიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიები, სუპერმარკეტები და ტროტუარების ის მონაკვეთები, სადაც ამ მაღაზიებამდე გადაადგილდება მოსახლეობა, ასევე ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

2020-04-13

ნავიგაცია