Image

რუსთავის მერია მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.

დღეს, საკვები პროდუქტი, მოხალისეებმა და მერიის თანამშრომლებმა კიდევ 300 რუსთაველ ოჯახს გადასცეს.

კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის მერიამ საქველმოქმედო კამპანია 25 მარტს დაიწყო და მის ფარგლებში, ყოველდღიურად, საშუალოდ 250-დან 350-მდე ოჯახს ეხმარება.

ქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო პაკეტი, უკვე 4000-ზე მეტმა რუსთაველმა ოჯახმა მიიღო.

2020-04-14

ნავიგაცია