Image

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის მერიამ ტრადიციულად, სადღესასწაულო ნობათები გადასცა სხვადასხვა სოციალური კატეგორიის რუსთაველ ოჯახებს.

სასაჩუქრე კალათი სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა დედებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა ოჯახებმა, ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებმა, მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებმა ხანდაზმულებმა და ქალაქში არსებული უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებმა მიიღეს.

მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სააღდგომო ნობათით, სულ 2536 ბენეფიციარი დასაჩუქრდა.

2020-04-18

ნავიგაცია